2023 წელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით სოფლის მეურნეობის სექტორში საგადასახადო შეღავათების ეკონომიკური ეფექტიანობის ანალიზი დაიწყო.
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტისთვის წარსადგენად მომზადდა.
“კვლევა ფაქტობრივად უკვე დასრულებულია და სულ მალე შესაძლებელი გახდება ამ კვლევის გასაჯაროება. დაგეგმილია მსგავსი ხასიათის კვლევების განხორციელება სხვა სექტორებსა და შეღავათებზე, რომლის შედეგების მიხედვით, შესაძლებელი იქნება მათ ეტაპობრივ ოპტიმიზაციაზე მსჯელობის დაწყება“, – წერია დოკუმენტში.
შეგახსენებთ: 2020 წლიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აქტიური მუშაობა დაიწყო საგადასახადო დანახარჯების ანუ კანონით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების ანალიზზე.
2022 წლიდან ყოველწლიურად ბიუჯეტს თან ერთვის დამატებული ღირებულების, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების დანახარჯები, რომლებმაც 2022 წელს, დაახლოებით, 3.8 მლრდ ლარი შეადგინა.
საბიუჯეტო კოდექსის ცვლილების მიხედვით, აღნიშნული დოკუმენტი გახდა საბიუჯეტო პროცესის ნაწილი და ყოველ წელს მისი განახლებული ვერსია საბიუჯეტო დოკუმენტაციას ერთვება.
11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოური გავლენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დაპირება გასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ვიზიტით მყოფმა…
2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 130 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, ამის შესახებ ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკიდან ირკვევა, რაც რეექსპორტის გარეშე ქვეყანაში…